ეს არის მონტაჟი, გაკეთებული დონაძის მიერ - ია მეტრეველი

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 15:07

"ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. ეს არის მონტაჟი, გაკეთებული დონაძის მიერ", - ამის შესახებ განცხადება ბუტა რობაქიძის დედამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ია მეტრეველმა პროკურატურას მიმართა და მოითხოვა, რომ დამნაშავეების მიმართ მკაცრი ზომები გატარდეს.

"მე მოვითხოვ მკაცრ ზომებს, იმ ზომამდე ნუ მიმიყვანთ, რომ მე თვითონ გავაჩინო სამართალი. დაუსჯელობის სინდრომია გამეფებული ქვეყანაში. კიდევ ერთხელ დავინახეთ, ავაზაკები რამდენს ბედავენ ამ ქვეყანაში, ამ ახალ დამონტაჟებულ კადრებში რატომ აღარ ისმის, პოლიციელები  რომ ყვიროდნენ, ბიჭებს არაფერი არ აქვთ?! საერთოდ ამოჭრეს. ეს ავტომატები წინ ჩაალაგებინეს და შემდეგ ამოიღეს, რაც გადაიღეს შემდგომ,  - აცხადებს მეტრეველი.

 ბუტა რობაქიძის  დედამ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განცხადება  რობაქიძის მეგობართან, ირაკლი მიქაბერიძესთან ერთად, "პრაიმტაიმის"პრესკლუბში, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45