ვიდეომასალის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა - არჩილ კბილაშვილი

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 15:11

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი "ქრონიკასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ვიდეო მასალა, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ "რუსთავი 2"-ს გადასცა, მისთვის აქამდე არ ყოფილა ცნობილი.

ასევე, მისი განცხადებით, თუ დადგინდება ვიდეომასალის სინამდვილე, შედარება მოხდება გამოძიების მიერ დადგენილ მასალებს შორის, რის შემდეგაც შევა გამოძიება შესაბამისობაში.

"ამ ვიდეომასალის შესახებ ჩვენთვის ცნობილი არ ყოფილა. უპირველეს ყოვლისა, დავადგენთ ვიდეომასალის ნამდვილობას, ხოლო თუკი ის ნამდვილი არის, შემდგომ შევადარებთ ჩვენი გამოძიების შედეგად დადგენილ აქტებს და იმის მიხედვით, თუ აცდენაა  გამოძიებაში, მოხდება შესაბამისობაში მოყვანა", - აღნიშნა კბილაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა. კადრები დღესვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3
  • 3.4
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5