ოშკისა და იშხანის რესტავრაციაში პატრიარქიც ჩაერთვება

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 14:43

თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში და ბათუმში მეჩეთის მშენებლობის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, სავარაუდოდ, საქართველოს საპატრიარქოც ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი ავრცელებს. მიზანდარის განცხადებით, ამის შესახებ გადაწყვეტილება მასსა და პატრიარქს შორის გუშინ გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.

"ამ თემაზე ვესაუბრე უწმინდესს, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს წარმომადგენელიც იქნება ჩართული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესში", - აცხადებს მიზანდარი. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, პროცესში ჩაერთვებიან ქართველი სპეციალისტებიც.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46