პირდაპირ პასუხისმგებლობას ვაკისრებ გამოძიებას და საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ კადრებში აღმოჩნდნენ - გურამ დონაძე

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 14:45

"დღეს ირაკლი ფირცხალავას მიერ გავრცელებულმა ვიდეომასალამ ბუტა რობაქიძის საქმეს ფარდა ახადა. მე ამ კადრების შესახებ არაფერი ვიცოდი და ის პირველად ვნახე "რუსთავი 2"- ის ეთერში" , - ამის შესახებ გურამ დონაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე მიიჩნევს, რომ სინამდვილე ახლა გამოჩნდა. როგორც დონაძე აცხადებს, დღეს გავრცელებული კადრები მის მიერ ცხრა წლის წინ გავრცელებული კადრების იდენტურია.

" ეს კადრები რაც მე ვნახე, ჩემი ცხრა წლის წინ გავრცელებული კადრების იდენტურია. ჩემს სიცოცხლეს თუ საშიშროება დაემუქრება, პირდაპირ პასუხისმგებლობას ვაკისრებ გამოძიებას და საპატრულო პოლიციის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ამ კადრებში აღმოჩნდნენ" - აცხადებს დონაძე.

დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შესახებ ვიდეომასალა დღეს პროკურატურას და "რუსთავი2"-ს გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5