"არსენალი" და "ბაიერნი ერთმანეთს ლონდონში დაუპირისპირდებიან

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 14:33

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები დღეს გაიმართება. ინგლისში, "არსენალი" "ბაიერნს" უმასპინძლებს, ხოლო "პორტუ" "მალაგას" მიიღებს. დღევანდელი ცენტრალური მატჩი, ლონდონში "არსენალსა" და "ბაიერნს" შორის შედგება.

არსენალი-ბაიერნი
გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთედ დაუპირისპირდებიან. მასპინძლებს ერთი მოგება აქვთ, ხოლო გერმანელბს ორი. დღეს კი, ინგლისელები სტატისტიკის გაუმჯობესებას ეცდებიან. დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტის დასახელება ჭირს, თუმცა უნდა ითქვას, რომ "არსენალს" საკუთარი კედლებიდან გამომდინარე, მცირე უპირატესობა აქვს. რაც შეეხება "რეკორდმაიტერებს", გერმანიის ჩემპიონატში, მათ ხუთი თამაში დამაჯერებლად მოიგეს და ბუნდესლიგაში ლიდეროობენ. მიუხედავად ამისა, მიუნხენელებს საკადრო პრობლემები აქვთ. მათ ტრავმის გამო ვერ დაეხმარებათ კლაუდიო პისარო და ჰოლგერ ბადშტრუბერი. დისკვალიფიკაციის გამო კი,ჯერომ ბოატენგი.
რაც შეეხებათ, ლონდონელებს, ისინი მატჩს პრობლემებით ხვდებიან. კირან გიბსი ტრავმირებულია და გუნდს შესაბამისად ვერ დაეხმარება. ხოლო, გუნდის ახალწვეულ ნაჩო მონრეალს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს. გამომდინარე აქედან,შესაძლოა მარცხენა ფლანგზე ტომას ვერმაელენმა ითამაშოს.
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი: შესნი, სანია, კოსილნი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, არტეტა, რემსი, უილშირი, უოლკოტი, პოდოლსკი, კასორლა.
ბაიერნი: ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, მარტინესი, შვაინშტაიგერი, კროოსი, მიულერი, რიბერი, გომესი.
მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).
 
პორტუ-მალაგა
"პორტუ" შინ "მალაგას" მიიღებს და ეცდება, მასპინძელის სტატუსი გაამართლოს და საკუთარ კედლებში ქულა აიღოს.
სტუმრებს დაცვის ხაზში პრობლემები აქვსთ. ხესუს გამესს ტრავმა აქვს და სავარაუდოდ მის ნაცვლად ესპანელთა თავკაცი, სანჩესს დააყენებს. ტრავმის გამო ვერც ელიზეუ დაეხმარება გუნდს.
ამ მხრივ მასპინძელთა შემადგენლობაში ყველაფერი რიგზეა, ისინი მოედანზე დანაკლისის გარეშე გავლენ.
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ: ჰელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო, ლუჩო, ფერანდო, მოუტინიო, აცუ, მარტინესი, როდრიგესი.
მალაგა: კაბალიერო, სანჩესი, ველიგტონი, დემიკელისი, ანტუნიესი, ტულალანი, კამაჩო, ხოაკინი, ისკო, პორტილიო, სავიოლა.
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი).
 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41