ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესომბუდსმენად გიორგი გახარია წარადგინა

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 14:01

საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს ბიზნესომბუდსმენად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, გახარიას მიღებული აქვს განათლება ბიზნესის მართვის სფეროში, აქვს გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიებში.

"მოკლე ბიოგრაფია წარმოგიდგინეთ იმისათვის, რომ მას ბიზნესენა კარგად ესმის.  არ მინდა, რომ მასშტაბურად დავახასიათო, რა პირობები და რა უფლებები ექნება. კარგი იქნება, ერთი კვირა ავიღოთ პაუზა და მასთან ერთად შევთანხმდეთ, რა დავარქვათ მას, ბიზნესომბუდსმენი თუ სხვა სახელი, ასევე,  რა ურთიერთობები უნდა გვქონდეს მასთან", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასევე მიმართა აქ შეკრებილ ბიზნესმენებს საკუთარი ინიცატივით, რომელიც უკავშირდება რამდენიმე ცვლილებას და სამი საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55