ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით ახალი ნივთმტკიცება ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში მიიტანა

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 13:16

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, ირაკლი ფირცხალავა ადვოკატთან ერთად ამ დრომდე პროკურატურაში რჩება. ფირცხალავამ რობაქიძის გარდაცვალების ღამეს გადაღებული დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა პროკურატურაში მიიტანა. მას სურს საქმის პროკურორს პირადად გადასცეს მოპოვებული მასალა. კადრებში კარგად ჩანს თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა ბუტა რობაქიძე და რა მოხდა დიდუბეში 2004 წლის გიორგობის ღამეს. კადრები მანქანის გაჩერებიდან პირველივე წუთებიდან უწყვეტი კამერით არის გადაღებული. კადრებში ისმის გასროლა. შემთხვევის ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გასროლის შემდეგ, დაახლოებით ერთი წუთის შემდეგ ნახულობენ რომ გასროლას ბუტა რობაქიძე ემსხვერპლა. კადრში ჩანს იმ პირების დაკავების პროცესი, რომლებიც ბუტა რობაქიძესთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ. ასევე ჩანს, თუ როგორ ამოიღეს  მანქანიდან ერთი პისტოლეტი და ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ეს კადრები საქმის ვითარებას ცვლის და პასუხისგებაში უნდა მიეცნენ პატრულის ის თანამშრომლები, რომლებმაც გამოძიებას მისცეს ჩვენება და განაცხადეს, რომ მათ მანქანაში იარაღი არ უნახავთ.

ფირცხალავას განცხადებით, მისი ინფორმაციით ამ მანქანაში ბუტა რობაქიძე შემთხვევით იყო მოხვედრილი.

"ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან , არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი. თუ არ ვცდები ერთი უნდა ყოფილიყო ნაცნობი. ეს მანქანა იმ დღეს, შუა დღეზე, ფიგურირებდა დინამოს სტადიონთან მომხდარ ერთ - ერთ ჩხუბში, რა დროსაც ერთ - ერთ მონაწილე უნდა ყოფილიყო დაჭრილი და შესაბამისად, ეს მანქანა გადაცემული უნდა ყოფილიყო დაკავებაზე', - განაცხადა ფირცხალავამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57