ძვირადღირებული, ელიტური ავტომანქანები ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდება

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ძვირადღირებული, ელიტური ავტომანქანები უწყების ბალანსიდან მოიხსნა და შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაეცა.

  ავტომანქანები ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდება ვებ-გვერდზე www.eauction.ge. აუქციონის შედეგად შემოსული თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება.

ამ ეტაპზე გასხვისდება 50-მდე ძვირადღირებული ავტომანქანა, რომელიც შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის დანიშვნამდე იყო შეძენილი: „Range Rover"- ის, „Range Rover Sport"- ის, „Range Rover Vogue"- ის, „Mercedes S class", „ML", „BMW X6, X5, M5" და სხვა მარკის ავტომობილები.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ და მონაწილეობა მიიღონ აუქციონში www.eauction.ge ვებ-გვერდის საშუალებით, ხოლო ავტომანქანების დათვალიერება და კონსულტაციის მიღება შესაძლებელი იქნება ხვალიდან, მისამართზე: მუხიანი, ბაზა N2, გაბაშვილის ქუჩა.

აუქციონთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601 601

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51