ზაზა გაბუნია გიგი უგულავას კლანურ მმართველობაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 12:29

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მერს გიგი უგულავას მიმართა და მოუწოდა, უარი თქვას კლანური  მართვის პრაქტიკაზე და ახალი გამგებლები საკრებულოსთან შეთანხმებით დანიშნოს.

ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, პირველი მარტიდან თბილისის ხუთ ახალ რაიონულ გამგეობას ახალი გამგებლები უხელმძღვანელებენ. თბილისის მერიამ კი ახალი გამგებლების კანდიდატურები საზოგადოებასთან და საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე შეარჩია, რაც ზაზა გაბუნიას თქმით, გიგი უგულავას მიერ საკრებულოს უპატივცემულობის და არადემოკრატიული მმართველობის პრაქტიკის გაგრძელებას ნიშნავს.

“მე საკრებულოს ოპოზიციური ფლანგის და საზოგადოების სახელით მოვუწოდებ გიგი უგულავას, მის მიერ შერჩეული კანდიდატურები საკრებულოს, როგორც თბილისელების მიერ არჩეულ წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგინოს და მათი დამტკიცება სწორედ საკრებულოსთან შეთანხმებით მოხდეს”, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიგი უგულავას ნაბიჯი შეფასდება როგორც კლანური მმართველობის პრაქტიკის გაგრძელება და მას როგორც დემოკრატიის მოთხოვნების უგულვებელმყოფს, არ ექნება არავითარი მორალური უფლება დემოკრატიული სტანდარტების გადმოსახედიდან ესაუბროს საზოგადოებას

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39