ირაკლი ალასანიამ სამხედრო ჰოსპიტალის ახალ დირექტორს პირველი დავალება უკვე მისცა

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 12:14

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამედიცინო სამსახურის კაპიტანს ირაკლი კურცხალიას, რომელიც   სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორად წარადგინა, პირველი დავალება უკვე მისცა.

„მე დავავალე მას, რომ უახლოეს პერიოდში წარმომიდგინოს ის პრიორიტეტები, რაც სჭირდება გორის ჰოსპიტალს და ზოგადად სამხედრო ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ ჰოსპიტლის კოლექტივის თავდადებისთვის და მიდგომისთვის ადამიანთა ჯანმრთელობის მიმართ“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სამედიცინო სამსახურის კაპიტანი ირაკლი კურცხალია 1996-2005 წლებში ამავე ჰოსპიტალში მუშაობდა. პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტის, სამხედრო სამედიცინო და ექსტრემალური მედიცინის კლინიკური დისციპლინების კათედრის პროფესორი, სამხედრო საველე თერაპევტი. ირაკლი კურცხალიამ 1995 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ხოლო 2001 წელს სანქტ-პეტერბურგის სამხედრო სამედიცინო აკადემია დაამთავრა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46