პარლამენტმა სახელმწიფო დროშის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადება განიხილა

სამშაბათი, 19 თებერვალი, 2013 - 00:05

დღეს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „თავისუფალი საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადება იქნა განხილული, რომელსაც პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ესწრებოდა.

„თავისუფალმა საქართველომ“ მიმდინარე წლის დასაწყისში პარლამენტს „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ცვლილების პროექტის მიხედვით, სხვადასხვა იურიდიულ პირებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო დროშის საკუთარ სიმბოლოდ გამოყენება (მაგალითად „ერთიან ნაციონალურ მოძაობას“).

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებები გამოითქვა. საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლებმაც, რომელთა განცხადებითაც არასახელმწიფო და იურიდიული პირების სიმბოლოდ სახელმწიფო დროშის გამოყენება აკრძალულია.

სხდომის დასასრულს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ საკითხზე გაიხსნას მსჯელობა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წევრებთან ერთად „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლებიც იქნებიან და თუ კომიტეტი განხილვის შედეგად მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, იგი საკანონმდებლო ინიციატივის წესით მოამზადებს შესაბამის კანონპროექტს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41