მარშალ გელოვანისა და სამტრედიის ქუჩების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი აღარ აშენდება

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 19:46

თბილისში მარშალ გელოვანის ქუჩის და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი აღარ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას აქვეყნებს. "საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის ერთმანეთთან დამაკავშირებელი ხიდი აღარ აშენდება. როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებდა. პროექტის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა თბილისის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურები და უცხოელი კონსულტანტები.

ფონდის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, რომ ხიდის აშენებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული საცობების მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს" - ნათქვამია განცხდებაში.

ასევე, თბილისის მერია სურვილს გამოთქვავს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კიდევ ერთხელ გადახედოს აღნიშნულ პროექტს და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად, განიხილონ ხიდის საჭიროებისა და მშენებლობის საკითხი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46