ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნის საღამო ხვალ გაიმართება

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 19:28

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქართველ-ებრაელი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ალბომი, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა და ასევე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოსა და ებრაელთა საზოგადოების საინიციატივო ჯგუფი.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45