თენგიზ შერგელაშვილი შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ხვალ შეხვედრას გამართავს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 19:16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, გორში, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ხვალ შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში გაიმართება და მას შიდა ქართლის გუბერნატორი, მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციების - UNDP-სა და GIZ-ის ადგილობრივი ექსპერტები დაესწრებიან.

შეხვედრაზე მთავარ თემად განიხილება საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის 2011 წლის 14 ნოემბერის დაფინანსების ხელშეკრულებით (საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა) ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46