თიბისი ბანკი ყოფილ „ზაკვოს“ შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 19:02

თიბისი ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი  კუთვნილი, ყოფილი „ზაკვოს“ შენობაში მცხოვრებმა, წარსულში ნასამართლებმა, 38 წლის ხათუნა კაკაჩიამ გუშინ გვიან ღამით თვითმკვლელობა სცადა და ი მეორე სართულიდან გადახტა.

შეგახსენებთ, რომ „ზაკვოს“ შენობაში, რომელიც თიბისი ბანკის კერძო საკუთრებას წარმოადგენს, უკანონოდ შეიჭრნენ და უკვე 4 თვეა ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ნაწილი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება, ნაწილი კი - დევნილია. რაც შეეხება ხათუნა კაკაჩიას, ის არც იძულებით გადაადგილებული პირია და არც სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს.

შენობა აბსოლუტურად არ შეესაბამება საცხოვრებელ კატეგორიას, იგი ამორტიზებულია, შიდა ტერიტორია დაბინძურებულია. არ ფუნქციონირებს კანალიზაცია, არ არის ელექტროენერგია, წყალი, გაზი. არსებობს კომპეტენტური დასკვნა შენობის მძიმე სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის იქ მყოფ პირებს. გარდა ამისა, შენობაში შექმნილი უკონტროლო ვითარება ზრდის დანაშაულის ალბათობას.

თიბისი ბანკის ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ ითხოვს სათანადო რეაგირებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41