"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს მდივანი ელისო ჩაფიძე, ხოლო აღმასრულებელი მდივანი გივი ჭიჭინაძე გახდა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 18:37

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა დასრულდა. შეხვედრაზე პარტიის აღმასრულებელ მდივანი და პოლიტსაბჭოს მდივანი აირჩიეს.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს მდივნად პარლამენტარი ელისო ჩაფიძე, ხოლო აღმასრულებლ მდივანის თანამდებობაზე გივი ჭიჭინაძე აირჩიეს.

მათი ძირითადი საქმიანობა პარტიის საორგანიზაციო და ასევე რეგიონული საკითხების მოგვარება იქნება.

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭო ორი დღის წინ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე დაამტკიცეს და პოლიტსაბჭოს წევრებიც აირჩიეს. პოლიტსაბჭო დეპუტატებით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარედ დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. პარტიის პრიორიტეტებად რაიონული ორგანიიზაციების გაძლიერება და საზოგადოებასთან ინტენსიური ურთიერთობა დასახელდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4