სამხედრო ნაწილების მომსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით, ტენდერი ცხადდება

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 18:31

ქართული ჯარი საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციით მომარაგდება. თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართული პროდუქციის წარმოების ხელშეწყობაა. მაისიდან წლის ბოლომდე, ქართული ჯარის კვების მომსახურებაზე გამოყენებული ადგილობრივი საკვები პროდუქტების მთლიანი ღირებულება 15%-დან 45%-მდე გაიზრდება. სამხედრო მოსამსახურეები ჯანსაღი კვებით უზრუნველყოფილნი იქნებიან როგორც სასადილოში, ასევე საველე პირობებში.

ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მინისტრების განცხადებით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე ქართული პროდუქტის ხვედრითი წილი მინიმუმ 55%-მდე გაიზრდება.

დღეიდან თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს სხვადასხვა რაიონში განლაგებული სამხედრო ნაწილების მომსახურეთა კვებით უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით, ოთხი ტენდერი შემდეგი რეგიონების მიხედვით ცხადდება:

1. თბილისი, მცხეთა, გორი, ახალციხე;

2. კახეთი;

3. იმერეთი;

4. აჭარის ა.რ. და სამეგრელო-ზემო სვანეთი.

ტენდერში გამარჯვებულმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დღეში სამჯერადი, ნორმირებული, ჯანსაღი საკვებით უნდა უზრუნველყოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59