არასამთავრობოები მათ მიერ გაკეთებულ შენიშვნებზე მთავრობის მხრიდან შესაბამის რეაგირებას ელიან

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 18:24

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მთავრობის 100-დღიანი ანგარიშის პრეზენტაციას პოზიტიურად აფასებენ და იმედოვნებენ, რომ მთავრობა გაითვალისწინებს იმ შენიშვნებს, რაც მათ მთავრობის მისამართით გააჟღერეს. NGO სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მთავრობის მხრიდან კონკრეტული პოზიციები და მოსაზრებები მოისმინეს. ერთ-ერთი საკითხი, რასაც არასამთავრობოები პოზიტიურად აფასებენ, სასამართლოს რეფორმას შეეხება.

შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს. ბოლო საკითხი, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს, სიძულვილის ენის გამოყენებიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხებოდა. მათ აღნიშნეს, რომ საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება გარკვეული საფრთხის მატარებელია.

საუბარი შეეხო საქართველოში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. მათი შეკითხვები ბოლოდროინდელ მოვლენებსაც შეეხო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეკითხვები ლუკა კურტანიძის საქმეს, კერძოდ კი ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარ ინციდენტს და ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის დაკითხვასაც შეეხო.

ამასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გენერალურმა ინსპექციამ გოჩიაშვილის საქმე შეისწავლა და ძალადობა არ დადასტურდა. საუბარი იყო 8 თებერვლის ინციდენტზეც, რაზეც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია არ იყო შესაბამისად მომზადებული. მისი განცხადებით,  ადგილზე 200-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული.

არასამთავრობოების თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი შეხვედრა შედგა. ისინი შეხვედრას ნაყოფიერად აფასებენ და მთავრობისგან მათ მიერ გაკეთებულ შენიშვნებზე შესაბამის რეაგირებას ელიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41