"რუსთავმა" "დინამოს" შანსი არ დაუტოვა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 17:26

საქართველოს  ჩემპიონატის  მეორე  წრის  მესამე  ტურში  "რუსთავმა"  "დინამოს"    უმასპინძლა.    სანახაობრივი  შეხვედრის   მოლოდინში  ქიმიკოსთა  დარბაზი ქომაგებით გაივსო, არც "დინამო" ჩამოსულა ერთგული გულშემატკივრების გარეშე, თუმცა დაძაბული მხოლოდ შეხვედრის პირველი ტაიმი გამოდგა.  დინამოელები თავიდან დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა თამაში ნელ-ნელა დაალაგეს და პირველ შესვენებაზე ლიდერებად გავიდნენ - 21:18. მეორე მეოთხედი 46:43 დასრულდა, რაც იმის იმედს იძლეოდა, რომ მეორე ტაიმშიც საინტერესო ორთაბრძოლა იქნებოდა.

დიდი შესვენებიდან რუსთაველები უფრო მოტივირებულნი და გასამარჯვებლად შემართულნი დაბრუნდნენ. მასპინძლებმა მესამე მეოთხედიდან თამაშზე სრული კონტროლი დააწესეს და სწრაფი შეტევებისა და კომბინაციური თამაშის წყალობით "დინამოს" შანსი არ დაუტოვა.

საბოლოოდ კი 94:75 იმარჯვეს კიდეც. რუსთაველთა შორის საუკეთესოდ კაელ ნელსონმა ითამაშა, მის ანგარიშზე 22 ქულაა, დინამოელთაგან 23 ქულა კი ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46