„ახალი მემარჯვენეები“ სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობას ეწინააღმდეგება

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 16:59

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით,   რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციისა  და, აქედან გამომდინარე,   ორ ქვეყანას შორის შექმნილი დღევანდელი მდგომარეობის   გამო,  საქართველოს მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში პოლიტიკურად და მორალურად გაუმართლებლად მიაჩნია.

"საქართველოსთვის ოკუპაციის თემა ტრაგიკულად გადაეჯაჭვა ოლიმპიადის თემას. 2008 წელს სწორედ პეკინის ოლიმპიადის დროს მოხდა საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების მიერ და ბედის ირონიით სწორედ სოჭში – ოკუპირებული აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს რუსეთი 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებს. საქართველოს სწორედ ოკუპაციის ფაქტის და დღევანდელი მდგომარეობის გამო გაცხადებული აქვს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში. ეს არის საქართველოს პოლიტიკური განაცხადი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და რუსეთისადმი ქართველი ხალხის, სპორტის სამყაროს პროტესტი ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის გამო. დღეს გვეუბნებიან, რომ ეს პოზიცია შეიცვალა და საქართველო მზადაა მონაწილეობა მიიღოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა. .

მისი განცხადებით, საზოგადოება იმსახურებს იცოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით,  თუ რა არგუმენტები არსებობს საიმისოდ, რომ ეს გადაწყვეტილება პოზიტიურად წაადგება ქვეყნის დეოკუპაციის პროცესს; ასევე, მნიშვნელოვანია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ აღნიშნული ქმედება ხელს არ შეუშლის და არ გააუარესებს საქართველოს პერსპექტივას ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით;

 "ერთი შეხედვით, სპორტი პოლიტიკისგან შორს დგას, მაგრამ მეორეს მხრივ, მსოფლიოში თითქმის ყველა ოლიმპიური თამაში სწორედ ამ ნიშნით იყო აღბეჭდილი და ქვეყნები სწორედ ოლიმპიურ თამაშებს იყენებდნენ თავიანთი პოლიტიკური პოზიციის და პროტესტის გამოსახატავად. 1980 წელს საბჭოთა კავშირში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, იმის გამო, რომ სსრკ–მ 1979 წელს ჯარი შეიყვანა ავღანეთში, ბოიკოტი გამოუცხადა 65–ზე მეტმა ქვეყანამ (მათ შორის – აშშ–მ, კანადამ, გერმანიამ, იაპონიამ, თურქეთმა და სხვ. ), 14–მდე ქვეყნის დელეგაცია თავისი სახელმწიფოს დროშით არ მონაწილეობდა ოლიმპიურ შეჯიბრებებსა და ცერემონიებში (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, ახალი ზელანდია, ესპანეთი, ავსტრალია, ბელგია, ირლანდია, დანია და სხვ.). აღარ გავიხსენებთ რამხელა საპროტესტო ტალღა ახლდა და როგორი პოლიტიკური ნიშნით იყო დამუხტული ბარსელონას, ბერლინისა თუ მეხიკოს ოლიმპიადები", - განაცხადა ჩიხრაზემ.

 როგორც მემარჯვენეების ლიდერი აცხადებს, ოლიმპიადაში მონაწილეობა ნებისმიერი სპორტსმენისთვის უპირველესი მიზანია, თუმცა პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს დეოკუპაცია  ქვეყნის მხრიდან პრინციპულობას და თანმიმდევრულობას მოითხოვს და ოლიმპიადისადმი დამოკიდებულებაც ამ პრინციპულობის გამოხატულებად უნდა იქცეს.

შეგახსენებთ,  15 თებერვალს ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემა „პოლიტმეტრში“ სტუმრობისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა გადაწყვეტილია და რომ აბაშიძე–კარასინის მომავალი შეხვედრის თემაც სწორედ ამ საკითხზე დეტალების დაზუსტება იქნება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41