გარი კასპაროვის ინიციატივით, საქართველოს 100 საჯარო სკოლაში ჭადრაკის სწავლება დაინერგება

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 17:03

საქართველოს საქმიანი ვიზიტით ჭადრაკის დიდოსტატი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მოჭადრაკე გარი კასპაროვი სტუმრობს.  კასპაროვი 18 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეწვია, სადაც ლეგენდარულმა მოჭადრაკემ მინისტრის პირველ მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილთან ერთად, მედიისათვის პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილეები თამაზ თევზაძე და რატი ბრეგაძე დაესწრნენ.

პრესკონფერენციაზე კასპაროვმა ჭადრაკის სასკოლო საპილოტე პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს 100 საჯარო სკოლაში დაინერგება. პროგრამა ქართულ ენაზე ითარგმნა და ქართულ სკოლებში არსებული საწავლო პროგრამასთან ადაპტირდა. ბრიფინგზე კასპაროვმა კომენტარი 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ მიუხედავად აქამდე დახარჯული 50 მილიარდი დოლარისა, რუსეთის ფედერაციას ოლიმპიური თამაშების ორგანიზების მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს და დღევანდელი გადასახედიდან, ოლიმპიადის ჩატარება, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს. სამინისტროში ჩატარებული პრესკონფერენციის შემდეგ, კასპაროვმა პროგრამის - "ჭადრაკი სკოლაში" თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის მსვლელობას პარალელურ, „ონ ლაინ" რეჟიმში ქუთაისის 21-ე და ფოთის მე-2 სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი