ირაკლი ალასანიამ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ ახალი დირექტორი წარადგინა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 17:04

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის“ ახალი დირექტორი, სამედიცინო სამსახურის კაპიტანი ირაკლი კურცხალია წარადგინა. „სიფრთხილით მოვეკიდეთ ჰოსპიტალში ხელმძღვანელობის შეცვლას. მრავალი კანდიდატურა განვიხილეთ და ბოლოს შევჯერდით ირაკლი კურცხალიაზე. მე დავავალე მას, რომ უახლოეს პერიოდში წარმომიდგინოს ის პრიორიტეტები, რაც სჭირდება გორის ჰოსპიტალს და ზოგადად სამხედრო ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მადლიერი და კმაყოფილი ვარ ჰოსპიტალის კოლექტივის თავდადებისა და ადამიანთა ჯანმრთელობის მიდგომისთვის“, - განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი კურცხალია 1996-2005 წლებში ამავე ჰოსპიტალში მუშაობდა. პარალელურად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. იყო სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტის, სამხედრო სამედიცინო და ექსტრემალური მედიცინის კლინიკური დისციპლინების კათედრის პროფესორი და სამხედრო საველე თერაპევტია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41