თავდაცვის მინისტრმა დაჭრილი სამხედროები დააჯილდოვა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 16:52

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს  ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა და დააჯილდოვა.   ალასანიამ ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი უმცროსი სერჟანტი იაგო კაკულია და კაპრალი ერეკლე ხარშილაძე მედლებით „საბრძოლო იარისათვის“ დააჯილდოვა.

„ძალიან მახარებს მათი საბრძოლო განწყობა, საბრძოლო სული. ისინი მართლაც დღეებს ითვლიან, როდის დაბრუნდებიან სამხედრო სამსახურში, რაც მოტივაციის ამამაღლებელია ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედროების მონახულების შემდეგ.

ქართველი ჯარისკაცები საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, სამხედრო მისიის შესრულებისას, მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს დაიჭრნენ. ორივე სამხედრომ თავდაპირველად რეაბილიტაციის პროგრამა გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში გაიარა, რის შემდეგაც მკურნალობის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განაგრძობენ.

მინისტრმა დღესვე სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი კაპრალი, მანუჩარ ნაყიშაშვილიც  მოინახულა, რომელიც ახლო მომავალში მკურნალობის გასაგრძელებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59