საქართველოს მთავრობა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს აღარ განახორციელებს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 16:31

საქართველოს მთავრობა, მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტებიდან, რომლებიც ჯერ კიდევ 2012 წელს დაიგეგმა, რამდენიმე მასშტაბურ პროექტს, მათი მიზანშეუწონლობის გამო, აღარ განახორციელებს. ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იუწყება. თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ე.წ. დაკიდული ხიდი აღარ აიგება. ამის მიზეზად სახელდება რისკი, რომ ხიდის აგების შემთხვევაში საცობების მასშტაბები გაიზრდება. ამასთან ერთად, ხიდის აგებას აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან. კიდევ ერთი ხიდის პროექტი, რომელსაც თბილისი - ლესელიძის ტრასა მცხეთასთან უნდა დაეკავშირებინა, გაუქმებულია. პროექტი გაუქმდა იმ მიზეზით, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში სვეტიცხოვლისა და ჯვრის მონასტრების არსებობის საკითხი, რადგან ახალი ხიდი, სწორედ ამ ისტორიული ძეგლების არეალში ექცევა.

2013 წლისთვის დაგეგმილი პროექტების სიიდან ამოღებულია ბათუმის 2-კილომეტირანი სანაპირო ზოლის ე.წ. ოქროს ქვიშით მომარაგებაც. პროექტის თანახმად , 2 კმ - იანი მონაკვეთის ქვიშით მომარაგება (ერთჯერადად) სახელმწიფოს 50 მილიონი ლარი დაუჯდებოდა.

ამის მიუხედავად, მუნიციპალური განვითარების ფონდი არ წყვეტს ბათუმის სანაპირო ზოლის ნაპირგამაგრებითი პროექტის განცხორციელებას. მიმდინარე წელს ფონდი გამოაცხადებს ტენდერს ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებაზე, რომლის განხორციელებაც სავარაუდოდ 20 მლნ. ლარს არ აღემატება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41