ბედუკაძის ადვოკატი ლალი აფციაური ოქროპირიძეს პროვოკაციასა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 16:27

ციხის სკანდალური კადრების ავტორის, ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატის ლალი აფციაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პროვოკაციას ეწევა ყოფილი მსჯავრდებული ვახტანგ ოქროპირიძე, რომელიც ბედუკაძეს გაუპატიურებასა და ძალადობაში ადანაშუალებს.

აფციაურიაურმა დღეს გამართულ პრესკომფერენციაზე ჟურნალისტებს გააცნო ის აუდიომასალა, რომელშიც ოქროპირიძე და მსჯავრდებული ბუზალაძე საუბრობენ. მისი თქმით, სწორედ ეს მასალა იქნება იმის დამადასტურებელი, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაა დამნაშავე და ოქროპირიძემ მხოლოდ თვითონ გაასაჯაროვა თავისი თავი, რათა წასულიყო უცხოეთში.

"ჩვენს მიერ მოპოვებული იქნა აუდიომასალა, სადაც ოქროპირიძემ თავისი თავი თვითონ გაასაჯაროვა. მან განაცხადა, რომ თითქოს  ლადო ბედუკაძემ გააუპატიურა, თუმცა მოგვიანებით შეცვალა  ჩვენება. ოქროპირიძე ცრუობს. მისი მიზანია, რომ დატოვოს ქვეყანა და წავიდიეს უცხოეთში საცხოვრებლად. ჩვენ პირდაპირ ვადანაშაულებთ მას პროვოკაციაში, ვადანაშაულებთ მას ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში, როგორც გამოძიებისთვის ასევე საზოგადოებისთვის და, შესაბამისად, შევიტანთ სარჩელს" - განაცხადა აფციაურმა.

აუდიომასალა ჩაწერილია 14 თებერვალს, რომლის ავტორი თავად ბუზალაძეა. აუდიოჩანაწერში, სადაც ოქროპირიძე და ბუზალაძე  ძირითადად პირად თემებზე საუბრობენ და ბედუკაძის სახელი საერთოდ არ ფიქსირდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44