"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პოლიტსაბჭოს პირველ სხდომას მართავს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 16:19

ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე პარტიის აღმასრულებელ მდივანს და პოლიტსაბჭოს მდივანს აირჩევენ.

 პოლიტსაბჭოს წევრები აცხადებენ, რომ ეს ორი პოსტი შესაძლოა ნებისმიერმა პოლიტსაბჭოს წევრმა დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭო ორი დღის წინ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რიგგარეშე ყრილობაზე დაამტკიცეს და პოლიტსაბჭოს წევრებიც აირჩიეს. პოლიტსაბჭო დეპუტატებით დაკომპლექტდა. პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარედ დელეგატებმა ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. პარტიის პრიორიტეტებად რაიონული ორგანიიზაციების გაძლიება და საზოგადოებასთან ინტენსიური ურთიერთობა დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46