ქართული ფილმი „ბერლინალეს“ ფორუმის გამარჯვებული გახდა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 15:35

ბერლინალეს ფორუმის ფარგლებში, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსოს ერთობლივი ფილმის ჩვენებებს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. „გრძელი ნათელი დღეები“ ბერლინის კინოფესტივალზე ოთხჯერ აჩვენეს, ფილმმა ყოველ ჯერზე მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა.

  "არტ ჰაუს კინოს ინტერნაციონალური ფედერაციის" ჟიურიმ ფილმი სექციებისთვის "ფორუმი" და "პანორამა" დააჯილდოვა. „გრძელი ნათელი დღეები“ ორი მეგობარი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. სიუჟეტი 90-იანი წლების საქართველოს ფონზე ვითარდება და ამ პერიოდს დოკუმენტური სიზუსტით ასახავს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46