პარლამენტი სახელმწიფო დროშის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადებას დღეს განიხილავს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 15:07

„თავისუფალი საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადების განხილვაა, რომელიც სახელმწიფო დროშას ეხება, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტი დღეს განიხილავს. განხილვას დაესწრება პარტიის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.

„თავისუფალმა საქართველომ“ პარლამენტს „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ცვლილების პროექტის მიხედვით, სხვადასხვა იურიდიულ პირებს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს უნდა აეკრძალოთ სახელმწიფო დროშის საკუთარ სიმბოლოდ გამოყენება (მაგალითად, „ერთიან ნაციონალურ მოძაობას“).

„თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, სახელმწიფო დროშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მასთან ერთად უცხო ქვეყნის დროშის აღმართვა თითქმის ყველა სახელმწიფო დაწესებულების შენობაზე აკნინებს მის როლს და მნიშვნელობას. შესაბამისად, პარტიას  მიზანშეწონილად მიაჩნია, სხვა ქვეყნის დროშების აღმართვა ნებადართული იყოს მხოლოდ შესაბამისი დიპლომატიური მისიის შენობაზე, დიპლომატიური მისიის კუთვნილ ავტომანქანებსა და მისიის ეგიდით ორგანიზებულ ღონისძიებებზე.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46