თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძე პასპორტის უკანონოდ აღებაში დაადანაშაულა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 15:09

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძე პასპორტის უკანონოდ აღებაში დაადანაშაულა, წულუკიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშაძემ უმრავლესობის ნეპოტიზმსა და სახელმწიფო უწყებებში პირადი ნაცნობობით კადრების დაკომპლექტებაზე ისაუბრა.

წულუკიანის განცხადებით, გიორგი ვაშაძე თავად იყენებდა ნაცნობებსა და ძველ კავშირებს, იმისათვის, რომ მას იუსტიციის სამინისტროდან დოკუმენტი, კერძოდ კი, პასპორტი მიეღო.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, რომ ვაშაძემ და ბოკუჩავამ სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთი კადრის დახმარებით, პასპორტები უკანონოდ აიღეს, რის შემდეგაც თეა წულუკიანს ამ კონკრეტული კადრის სამსახურიდან გათავისუფლება მოუხდა.

"თქვენ ხართ ის კაცი, რომელმაც ბოკუჩავასთან ერთად გამოიყენეთ თქვენი ყოფილი კავშირები და სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ კადრს, იყავით რა ოპოზიციაში, მიეცით უკანონო ბრძანება და თქვენ და ბოკუჩავას მოგეცათ უკანონო პასპორტები", - განაცხადა წულუკიანმა.

განცხადება იუსტიციის მინისტრმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41