რაფაელ კორეა ეკვადორის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 15:01

ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას სწორედ რაფაელ კორეას სახელს უკავშირებენ. თუმცა, კრიტიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტი  დიქტატურისკენ არის მიმართული. კორეა ეკვადორის პრეზიდენტად უკვე მესამე ვადით აირჩიეს.

მისმა მთავარმა მეტოქემ დამარცხება აღიარა.

სოციალისტების ლიდერი პირველად პრეზიდენტად 2007 წელს აირჩიეს.

წინასწარი მონაცემებით, კორეამ ამომრჩეველთა ხმების თითქმის 57% მიიღო, მისმა მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა ბანკირმა, გილერმო ლასომ კი -24%. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პრეზიდენტობის კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46