საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 14:55

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში საკუთარი სახსრების განთავსებას სიფრთხილით მოეკიდონ. "ბოლო პერიოდში ქართული მედიასაშუალებების სარეკლამო სივრცეში გამოჩნდა კომპანიები, რომლებიც წარმოებული ინტენსიური სარეკლამო კამპანიის საშუალებით, მოსახლეობას მოკლე ვადაში ბაზრისათვის არაადეკვატურად მაღალი სარგებლის მიღებას სთავაზობენ.

მაღალია ალბათობა იმისა, რომ ისინი ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. უმეტეს შემთხვევაში კი მათი მოქმედება „ფინანსური პირამიდის“ კლასიკური მოდელის ნიშნებსაც შეიძლება ატარებდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი ტიპის კომპანიები არ კონტროლდება ეროვნული ბანკის მხრიდან, შესაბამისად, მათზე არ ვრცელდება საზედამხედველო ნორმები და სანქციები. ამიტომ, ეროვნული ბანკი მიმართავს მოქალაქეებს და მოუწოდებს მათ, რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდონ საკუთარი სახსრების განთავსებას ეროვნული ბანკის მიერ არარეგულირებად ინსტიტუტებში. რისკის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ მოიძიონ ინფორმაცია აღნიშნული კომპანიების საქმიანობისა და გადამხდელუნარიანობის მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39