კობა დავითაშვილი: მშვიდად ვერ დაველოდებით, როგორ მორიგდება "ოცნება" და "ნაცმოძრაობა"

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 14:36

უმრავლესობის წევრი  კობა დავითაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ "მკვლელებს და კაცების გამაუპატიურებლებს" ბოდიშს არ მოუხდის და ნურავის ჰგონია, რომ  "მშვიდად დაველოდებით, როგორ მორიგდება "ოცნება" და "ნაცმოძრაობა".

კობა დავითაშვილი უკმაყოფილოა რეზონანსული საქმეების გამოძიების ტემპებით და თვლის, რომ მართლმსაჯულების მანქანა ძალიან "ბუქსაობს". 

"რატომ ფერხდება 7 ნოემბრის, 26 მაისის, ან სხვა დანაშაულების გამოძიება. რას ელოდებიან? თუ მართლმსაჯულების სისტემას არა აქვს უნარი, დამნაშავეები დასაჯოს, მაშინ ჩვენ მოვიფიქრებთ რამეს. როდესაც მართლმსაჯულებაზე ზეწოლაა გაუგებარი კოჰაბიტაციის ფარგლებში. ამის გამო მეც და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსაც პრეტენზია გვაქვს ხელისუფლებთან", აცხადებს დეპუტატი "კვირის პალიტრასთან".

"ხალხის პარტიის" ლიდერი კოლეგების მისამართით წყენას არ მალავს და არ ესმის, რატომ ეუხერხულებათ კოალიციის წევრებს გაჭირვებაში თანაგუნდელის გამხნევება.

დეპუტატის განცხადებით, ის კოლეგებს თავის შეხედულებებს არ ახვევს თავზე და ხიდაშელისა და უსუფაშვილის ნათქვამიდან ყველაზე მეტად ის წყინს, რომ ის და რატიანი გაათანაბრეს და ხიდაშელს ურჩევს, თავი დაანებოს პიედესტალიდან ხალხის დამოძღვრას და ასეთი ტონით ლაპარაკს...", - ამბობს ინტერვიუში კობა დავითაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4