პატიმრობიდან სამ დღეში 125 მსჯავრდებული გათავისუფლდა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 14:31

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 125 ბრალდებული/მსჯავრდებული.

2013 წლის 17 თებერვლის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 7 517 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 297-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 2, №3 დაწესებულება - 3, №5 დაწესებულება - 292) და 18-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 1, №8 დაწესებულება - 1, №11 დაწესებულება - 9, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46