გოგა ხაჩიძისთვის შონზოს გადაწყვეტილება სიურპრიზი აღმოჩნდა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 14:01

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე თავს იკავებს გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე შონზოს ფრაქციიდან წასვლის შესახებ და მცირე კომენტარით შემოიფარგლება. მისი განცხადებით, შონზოსთან ლაპარაკი არ ჰქონია და გაუჭირდება რამის თქმა იმის მიუხედავად, რომ შონზო მისი შვილის ნათლიაა.

„შონზო არის ჩემი შვილის ნათლია, ჩემი მეჯვარე, მე მთელი შეგნებით თავს ვიკავებ ბოლო ამბის შეფასებისგან.  მართლა მაინტერესებს, რამ განაპირობა მისი ამგვარი გადაწყვეტილების მიღება. არავინ არ იცოდა, რომ ფრაქციას ტოვებდა, არც საკრებულოში არც მერიაში. ასე ვთქვათ, ჩვენთვის სიურპრიზი იყო მისი საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობის" დატოვება. ჩემი ინფორმაციით, მონასტერში იყო, ახლაც თუ იქ არის, არ ვიცი, ტელეფონი გათიშული აქვს. ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, თავს ვიკავებ შეფასებისგან“, - განაცხადა ხაჩიძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობა" წევრმა ზურაბ გაჩეჩილაძემ, იგივე შონზომ, რამდენიმე დღის წინ დატოვა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39