ტაილანდური წყვილმა ხანგრძლივი კოცნის რეკორდი მოხსნა

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 13:09

ტაილანდურმა წყვილმა ხანგრძლივი კოცნის ახალი რეკორდი დაამყარა. კოცნა  58 საათი, 35 წუთი და 58 წამი გრძელდებოდა და უახლოეს ხანში გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევა, - იუწყება Associated Press-ი.

კოცნის მარათონში, რომელიც ტაილანდში გაიმართა, ცხრა წყვილი მონაწილეობდა, მონაწილეებს ძილისა და დაჯდომის უფლება არ ჰქონდათ, ხოლო ტუალეტში  გასვლისას კოცნა არ უნდა შეეწყვიტათ.

გამარჯვებული ბანკონგში მცხოვრები ცოლ-ქმარი გახდა, რომლებმაც ფულადი ჯილდო, დაახლოებით 3300 დოლარი და ორი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი მიიღეს. მარათონი ვალენტინობის დღეს მიეძღვნა.

წინა ხანგრძლივი კოცნის რეკორდი, რომელიც 2012 წელს დამყარდა, 50 საათი, 20 წუთსა და 1 წამს შეადგენდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46