დღეს სომხეთში პრეზიდენტს ირჩევენ

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 12:41

დღეს დილიდან სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. პრეზიდენტობის კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი სერჟ სარქისიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოპოზიციური პარტია "თავისუფლების" ლიდერი გრანტ ბაგრატიანი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია "მემკვიდრეობის" ლიდერი რაფი ოვანესიანი, მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი არმან მელიკიანი, პოლიტოლოგი ანდრიას გუკასიანი, ეპოსის სპეციალისტი ვარდან სედრაკიანი და პარტია "ეროვნული თვითგამორკვევის გაერთიანების" ლიდერი პაპური აირიკიანი არიან.

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, გამოკითხვებში მოქმედი პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ლიდერობს.

არჩევნებში 2,5 მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, სომხეთის კანონმდებლობიით, არჩევნების დღე უქმედ არის გამოცხადებული.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41