არასამთავრობოები მთავრობის მუშაობას დღეს შეაფასებენ

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 12:00

მთავრობის 100 დღის განმავლობაში გაწეულ მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს შეაფასებენ.  შეხვედრა ერთი საათის წინ დაიწყო და პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მთავრობის სხვა წევრები, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სოზარ სუბარი ესწრებიან.

შეხვედრაზე მოკლე მოხსენებით წარდგებიან ხელისუფლების და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები. მათი გამოსვლის შემდეგ დისკუსია გაიმართება და 100-დღიან მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაციები შეაფასებენ.

შეხვედრა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46