წითელი ჯვრის უფასო სამედიცინო გამოკვლევები დედოფლისწყაროს სოფლებში დაიწყო

ორშაბათი, 18 თებერვალი, 2013 - 11:52

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ინიციატივით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს იწყებს. როგორც გამგეობაში განმარტავენ, პროცესი დღეს დაიწყო და ოთხ დღეს გასტანს, - ინფორმაციას ქიზიყი.ge ავრცელებს.

ექიმთა ჯგუფი პირველ ეტაპზე სოფელ სოფელ ქვემო ქედს, არხილოსკალოსა და ზემო ქედის მოსახლეობას ჩაუტარებს უფასო გამოკვლევებს. მსგავსი საქველმოქმედო აქციები დედოფლისწყაროს სხვა სოფლებშიც იგეგმება.

მაღალკვალიფიციურ ექიმთა ჯგუფი ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით ელექტროკარდიოლოგიურ და ულტრასონოგრაფიულ (მიმოხილვითი სამგანზომილებიანი ექოსკოპია) გამოკვლევებს ჩაატარებს.მსურველებს ასევე შეეძლებათ სისიხლში შაქრის შემცველობის გაზომვაც.

ქიზიყი.ge-ს ცნობით, უფასო გამოკვლევების მიმდინარეობას წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე ესწრება. ადგილზე ჩავიდა დედოფლისწყაროს გამგებელიც. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წითელი ჯვარი მსგავს აქციებს დედოფლისწყაროს სხვა სოფლებშიც განახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5