„ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

, 17 თებერვალი, 2013 - 23:08

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიებისთვის ხვალ,  15:00 საათზე, სპეციალურ კონფერენციას გამართავს, რომლის ფარგლებშიც მოხდება „ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია.

ახალი დარგობრივი გაერთიანება ღვინის მწარმოებელი რამდენიმე ქართული კომპანიის მიერ დაფუძნდა. ასოციაციის მიზანი რუს იმპორტიორებთან ხელსაყრელი კავშირების გაერთიანებული ძალისხმევით დამყარება იქნება.

საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი, როგორც რუსეთში მთავარი დარგობრივი ასოციაციის (НО АУРА) წარმომადგენელი საქართველოში, ახლადშექმილ გაერთიანებას კონსულტაციითა და პროფესიონალთა მომსახურებით დაეხმარება.

ასოციაციის ჩამოყალიბების აუცილებლობა რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებისაკენ ორიენტირებული საზოგადოებრივი გაერთიანების არარსებობამ განაპირობა.

„ქართული ღვინის ექსპორტიორთა ასოციაცია“ აპირებს მჭიდროდ ითანამშრომლოს როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან, ისე „როსპოტრებნადზორ“-თან და რუს მომხმარებელთა ინტერესების დამცავ ავტორიზებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

კონფერენციას ღვინის მწარმოებელი 20–ზე მეტი ქართული კომპანია დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ “საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრი” 2012 წელს ჩამოყალიბდა და იყო პირველი მსგავსი ორგანიზაცია, რომელმაც დააყენა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განახლებისა საკითხი. ცენტრი ოფიციალურად წარმოადგენს „როსპოტრებნადზორთან“ არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრ ორგანიზაციას (НО АУРА) და ხელს უწყობს ორი ქვეყნის ეკონომიკურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55