სოციალ-დემოკრატები ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

, 17 თებერვალი, 2013 - 15:52

პარტია "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"მივესალმებით "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობის გამართვას და ბატონ ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარედ არჩევას.  

ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში ყველაზე ახალგაზრდა პოლიტიკური ორგანიზაციის სახელი საქართველოს ბოლო წლების ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - ერთპარტიული მმართველობის დასრულებას და რეალური დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობს საზოგადოების მშენებლობის დაწყებას უკავშირდება, რის გამოც მისი რეპუტაცია, ასაკთან შედარებით, განუზომლად მაღალია.

იმედია, იგი მომავალშიც ასევე წარმატებით გააგრძელებს საქმიანობას, მხოლოდ გაზრდის და გააღრმავებს ხალხის ნდობას და პატივისცემას და სხვა პროგრესულ პოლიტიკურ ძალებთან, საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზით წარმატებით გაართმევს თავს მისი, და ყველა ჩვენგანის წინაშე მდგარ გამოწვევებს.  

ჩვენი მხრივ ვაცხადებთ, რომ პარტიის მიერ დეკლარირებული კურსი დემოკრატიული და სოციალური სამართლიანობის ქვეყნის მშენელობისა განაპირობებს ჩვენ მზადყოფნას ამ პროცესში ინტენსიური კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45