სააკაშვილის დროს ყველას ციხეში მოუწევდა ყოფნა, მადლობა ღმერთს, წავიდა - სოზარ სუბარი

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 21:14

სააკაშვილის დროს როცა ყველა ციხეში უნდა ყოფილიყო, მადლობა ღმერთს, რომ  წავიდა. ის ინფრასტრუქტურა, რაც გვაქვს, საკმარისზე მეტია, ახლის აშენება ნამდვილად აღარ არის საჭირო, - განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბრისას სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა "ჯეონიუსს"განუმარტა, ციხეებში ამჟამად სიმშვიდეა, ვინაიდან საკნები აღარ არის გადაჭედილი, ასევე საპატიმროებში მკვეთრად გაუმჯობესდა კვება და ჯანდაცვა.

მინისტრის განმარტებით, ძირითადი პრობლემა საპატიმროებში ფსიქოტროპული ნივთიერებების, რომელიც საპატიმროებში ლეგალირად შედის, ზომაზე მეტი რაოდენობით მოხმარებაა. ციხის კადრების გამოქვეყნების შემდგომ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ბუნტის თავიდან ასაცილებლად და პატიმრების დასამშვიდებლად, მათთვის ფსიქოტროპული პრეპარატების საჭირო რაოდენობაზე მეტის მიწოდება დაიწყეს, რამაც პატიმრების წამალზე დამოკიდებულება გამოიწვია.

მისივე განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად სასჯელაღსრულების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს.

რაც შეეხება თბილისის #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებას,  რომელიც რემონტს არ ექვემდებარება, მინისტრის თქმით,  გაუქმდება.  ჯერჯერობით არ იგეგმება ბათუმის საპატიმროს გაუქმება და არ არის გამორიცხული, რომ ეს დაწესებულება განახლდეს, ვინაიდან რეგიონში მდებარეობს.

მინისტრი  ჟურნალისტებს გაუქმებული თბილისის #1 საპყრობილის დასათვალიერებლად, შემდეგ კვირას მიიწვევს.

 

                                                                                                                     მირანდა ჭარხალაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41