რადიოაქტიური ნარჩენების კომპლექსის რეზერვუარიდან ნარჩენებმა გაჟონვა დაიწყო

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 20:52

ამერიკაში,  ვაშინგტონის შტატის გუბარნატორის თქმით,  შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული რადიოაქტიური ნარჩენების კომპლექსის ერთ-ერთი რეზერვუარიდან ნარჩენების გაჟონვა დაიწყო.

გუბერნატორის განცხადებით, სიძველის გამო, დანარჩენი საცავებიც აღარ არის უსაფრთხო. 

"ეს არის უკიდურესად ტოქსიკური ნივთიერება და ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ  თხევადი რადიოაქტიური ნივთიერება ნიადაგში აღმოჩნდეს, სადაც გრუნტის წყლებია", - განაცხადა მან,

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ რადიაციის დონის აწევა მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა, თუმცა საკმაოდ სერიოზული საფრთხე არსებობს, თუკი ზომების მიღება დროულად არ მოხდება. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46