ამერიკელი კონგრესმენები ქართული დემოკრატიის დასაცავად ჯონ ქერის მიმართავენ

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 13:39

ამერიკელ კონგრესმენთა ორპარტიულმა ჯგუფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის აღსაკვეთად "სრული დიპლომატიური რესურსების" გამოყენების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ ამერიკული გაზეთი THE HILL იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დაძაბულობამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ახალარჩეულ მთავრობას შორის გასულ კვირას იფეთქა, როცა დემონსტრანტებმა პრეზიდენტს ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. ახალმა მთავრობამ, რომელსაც კავშირები აქვს მოსკოვთან, ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნისა და საჯარო მოხელის დაკავების ბრძანება გასცა. 

გაზეთი THE HILL ჯონ ქერისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილსაც აქვეყნებს.

"ქართველი ხალხის უფლებების, თავისუფლების დაცვისა და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, გადადგათ ნაბიჯები აშშ-ის ინტერესების დასამტკიცებლად საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის საკითხში. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ სრული დიპლომატიური რესურსი არსებული კრიზისის საპასუხოდ".

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე ხნის წინ სააკაშვილის მთავრობამ დაიქირავა ლობისტები თავისი, როგორც საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიის ინტერესების წარმოსაჩენად ამერიკის კონგრესისა და ობამას ადმინისტრაციის წინაშე, - წერს THE HILL.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41