სააკაშვილმა ისე წააგო არჩევნები, ვერც კი მიხვდა, როდის გამოეცალა ძალაუფლება ხელიდან - სოზარ სუბარი

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 19:37

სააკაშვილი მართლა დარწმუნებული იყო,  რომ 30, 40 წლის განმავლობში მის ხელისუფლებას არაფერი ემუქრებოდა, - განაცხადა ყრილობის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

როგორც ჟურნალისტებს  სოზარ სუბარმა განუცხადა, იგი დარწმუნებული იყო, რომ ამისთვის ჰქონდა შანტაჟის, ძალადობის გაყალბების მექანიზმები, დეზინფორმაციის წარმოუდგენელი მანქანა, ლობისტები ქვეყნის გარეთ თუ შიგნით. ამის მიუხედავად სააკაშვილმა ისე წააგო არჩევნები, რომ ვერც კი მიხვდა, როდის გამოეცალა ძალაუფლება ხელიდან".

სუბარის განმარტებით, ქართული ოცნების წინაშე დგას ახალი, რეალური გამოწვევები და ამოცანები, რომელიც მდგომარეობს დემოკრატული ინსტიტუტების შექმნასა და განვითრებაში, ასევე რეალურ სვლას ევროინტეგრაციისკენ.

                                                მირანდა ჭარხალაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59