ამით ბოლო მოეღება საქართველოში კომუნიზმს - დავით უსუფაშვილი

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 18:55

ეს არ იქნება ხელისულებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილი პარტია, - ყრილობის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან პარტიის მიზნებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება  და აღნიშნა რომ პარტიის პროგრამულ ამოცანებს იზიარებს, იმიტომ რომ  კოალიციაშია.

"ეს იქნება განსხვავებული პარტია. ეს არ იქნება ხელისულებასთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეზრდილი პარტია. ამით ბოლო მოეღება საქართველოში კომუნიზმს, იმიტომ რომ მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა პრეტენზია ჭეშმარიტებაზე ბოლო 20 წლის განმავლობაში და ამითი იწყებოდა ყველა უბედურება ქვეყანაში. ძალიან მიხარია, რომ ეს არის ამ პარტიის ძირითადი ხედვა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ირაკლი ალასანია ყრილობას საპატიო მიზეზის გამო ვერ ესწრებოდა, ვინაიდან თავდაცვის მინისტრი ამჟამად თურქეთში მართავს შეხვედრებს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს "რიგით მეორე რიგგარეშე ყრილობაზე კოალიციაში შემავალი ყველა პატრია წარმოდგენილი იყო. ყრილობას არ ესწრებოდა ირაკლი ალასანია და კობა დავითაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5