დღევანდელი ყრილობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში შეუქცევადი პროცესები დაიწყო - ზაალ კასრელიშვილი

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 16:29

საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" და პოლიტიკური გაერთაინების "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა ზაალ კასრელიშვილიმა როგორც "ჯეონიუსს" განუცხადა, დღევანდელი ყრილობა  რიგგარეშე ყრილობაა და ამ ყრილობით კოალიცია "ქართულ ოცნება" დაადასტურებს იმას, რაც წინა საარჩევნოდ ჰქონდა განსაზღვრული.

"ეს რიგით ყრილობა არ არის, ეს არის ყრილობა, რომელმაც კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ის პრიორიტეტები, რაც წინასაარჩევნოდ ჰქონდა "ქართულ ოცნებას" და კიდევ უფრო გაამყაროს თავისი როლი საზოგადოებაში, დღევანდელი ყრილობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში შეუქცევადი პროცესები დაიწყო, როგორც საზოგადოებრივი, ისე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გარემოს გაჯანსაღებისათვის" , - განაცხადა კასრელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" დღეს რიგგარეშე ყრილობა გამართა. ყრილობა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა.

 

ნუგო სოტკილავა

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45