"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " წევრებმა წესდების ახალი რედაქციის პროექტი დაამტკიცეს

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 18:11

მოქალაქეთა პიოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს " წევრებმა გაერთიანების წესდება რიგით მეორე რიგგარეშე ყრილილობაზე დაამტკიცეს. წევრებმა ყრილობაზე წესდების ახალი რედაქციის პროექტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს.

 როგორც ყრილობის ხელმძღვანელმა და გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ ყრილობის დამსწრეთ განუმარტა, პარტიის წესდების განხილვის პროცესში რამდენიმე შენიშვნა შევიდა, რომელსაც დელეგატებმა ყრილობაზე კენჭი უყარეს. წესდებაში კენჭისყრის შედეგად შეტანილი ცვლილების თანახმად, პარტიის პოლიტ-საბჭოს წევრების რაოდენობა 11-დან 21-დე გაიზარდა. ცვლილების მიხედვით, მორიგი ყრილობა 2 წლის ნაცვლად 4 წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს, ხოლო რიგგარეშე ყრილობა საჭიროებისამებრ გაიმართება. ასევე, პოლიტსაბჭოს წევრები 2-ის ნაცვლად 4 წლის ვადით აირჩევიან.

წესდების პროექტში ცვლილების შეტანას მხარი 9 წევრმა არ დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46