ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ადამიანის ღირსებას და თავისუფლებას ვერავინ შეეხება, მათ შორის, ვერც სახელმწიფო - ბიძინა ივანიშვილი

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 16:15

"ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც უნდა გააგრძელოს არსებობა, ის უნდა იყოს სიცოცხლისუნარიანი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე გამოსვლისას. ბიძინა ივანიშვილს დარბაზმა გამოსვლა ტაშით რამდენჯერმე შეაწყვეტინა. პრემიერმა ისაუბრა ამნისტიის კანონზე და აღნიშნა, რომ მთავრობა სამართლიანობას აღადგენს, მაგრამ არა ძალადობით. მან ასევე განაცხადა, რომ ამნისტიის კანონი არ არის დაუსჯელობის და უსამართლობის საფუძველი.

"ვინც დააშავებს, სათანადოდ აგებს პასუხს. ჩვენ ვიქნებით იმის გარანტი, რომ ადამიანის ღირსებას და თავისუფლებას ვერავინ ვერ შეეხება, მათ შორის ვერც სახელმწიფო", - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.

მან ასევე ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ პარტია მხარს უჭერს საპარლამენტო რესპუბლიკას. თუმცა კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" საპრეზიდენტო მმართველობას ემხრობიან. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ნორმალური პროცესია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51