დავით ლილუაშვილი უგულავას ურჩევს, ცილისწამების ნაცვლად, ლოგიკური ახსნა მოუძებნოს თავის აგრესიულ და დესტრუქციულ საქციელს

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 15:10

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი თბილისის მერს გიგი უგულავას ირაკლი ღარიბაშვილისა და  ნანა კაკაბაძის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.  ლილუაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერი 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან,   ცნობილი აქციის დროს, იქცეოდა როგორც ხულიგანი და მოახდინა დაძაბულობის პროვოცირება,

"გიგი უგულავა ცდილობს ცნობილი უფლებადამცველის და, მისგან განსხვავებით, კანონმორჩილი მოქალაქის ნანა კაკაბაძის დისკრედიდაციას, ეწევა ცილისწამებას, ვინაიდან მას, როგორც ცნობილ ავანტურისტს, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა. ასევე უგულავას მცდელობაა, მოახდინოს შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაცია. ღარიბაშვილი,   როგორც სახელმწიფო მოხელე, უგულავასგან განსხვავებით, იცავდა კანონს და აღნიშნულისკენ მოუწოდებდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების საქციელით აღშფოთებულ აქციის მონაწილეებს", - აცხადებს კოალიციის ლიდერი..

დავით ლილუაშვილი უგულავას, მოუწოდებს,  სხვა პირთა ცილისწამების ნაცვლად, ლოგიკური ახსნა მოუძებნოს თავის აგრესიულ,  დესტრუქციულ და საჯარო მოხელისთვის შეუფერებელ საქციელს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44