ბათუმში მეორე მეჩეთი აშენდება - მაია ფანჯიკიძე

შაბათი, 16 თებერვალი, 2013 - 14:19

არსებობს სურვილი, რომ მუსლიმ მოსახლეობას ჰქონდეს ლოცვის შესაძლებლობა, თუმცა ბათუმში არსებული მეჩეთი საკმარისი არ არის, ამიტომ აშენდება მეორე მეჩეთი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გადაცემა  "პოლიტმეტრში" განაცხადა და აღნიშნა, რომ მეჩეთის მშენებლობას ქართული მხარე დააფინანსებს.

მეჩეთის ასაშენებელ ადგილს აჭარის ხელისუფლება გამოყოფს. ამის შესახებ და ასევე თურქეთის ტერიტორიაზე ოშკისა და იშხნის მონასტერთან დაკავშირებით შეთანხმებას ორმა მხარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თურქეთში ვიზიტის დროს მიაღწია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46